Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა 85-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2025 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება სტუდენტთა 85-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაარსების 20 წლისთავს.

აბსტრაქტები მიიღება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა მიმართულებიდან: სოციოლოგია, სოციალური მუშაობა, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, პოლიტიკის მეცნიერება, მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები და ინტერდისციპლინური მიმართულება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საუნივერსიტეტო კონფერენცია“. სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნისას მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას. ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აბსტრაქტი განსახილველად არ მიიღება.

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 10 ნოემბერს.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge.

თარიღი: 01/10/2025